celebration200.jpgcelebration200.jpg

სუპერწიგნის ზეიმი

Invite families to come celebrate what their children learned this year—featuring Superbook videos, group activities, and a special Gospel presentation.

Revelation: The Final Battle copy 1

The power of God’s forgiveness and salvation will ultimately defeat the forces of darkness.

კრისი შემთხვევით დაწვავს თავის სახლს და ჰგონია, რომ მას არასდროს აპატიებენ. სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო მომავალში, რათა ანახვოს სამყაროს აღსასრული. იხილეთ სატანის ბოროტი ძალებისა და ღმერთის ანგელოზთა ჯარის უკანასკნელი ბრძოლა. ბავშვები სწავლობენ, რომ ღმერთის პატიების და ხსნის ძალა საბოლოოდ დაამარცხებს ბოროტების ძალებს.*წინასწარ გადახედეთ ბიბლიური ისტორიის ვიდეოს, რადგან ზოგიერთი გამოსახულება შეიძლება შეუსაბამო იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. შემოკლებული ვერსია შეიცავს ნაკლებ მძაფრ სცენას. ასევე, წინასწარ განიხილეთ ბიბლიური ფონი და საინფორმაციო ვიდეო.

The Road to Damascus copy 1

Anyone can change with God’s help.

როდესაც კრისი, ჯოი და გიზმო გადააწყდებიან თინეიჯერ მძარცველს, მათ ებადებათ კითხვა - შეუძლია ამ ადამიანს შეცვლა? სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო ტარსუსელ სავლესთან შესახვედრად, რომელიც მიემართება დამასკოსკენ ქრისტიანების განსადევნად. შეესწარით სავლეს დაბრმავებას, მის გარდაქმნას და გაქცევას! გაიცანით ადამიანი, რომელსაც მორწმუნეების მოკვლა სურდა, შემდეგ კი ის გახდა მოციქული პავლე - ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მისიონერი. ბავშვები სწავლობენ, რომ ღმერთის დახმარებით ნებისმიერს შეუძლია შეცვლა!

He is Risen! copy 1

Learn what love and sacrifice truly mean.

კრისს არ სურს, დაემორჩილოს დედას — შემდეგ ის ხვდება შვილს, რომელიც ემორჩილება მამას, თუნდაც ეს ჯვარზე გაკვრას ნიშნავდეს. სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო კრისის დედასთან, ფებესთან ერთად იერუსალიმში, სადაც ისინი ხვდებიან მარიამს და მის ვაჟს, იესოს. გახდი მოწმე ქრისტეს ტანჯვის და მორჩილების, რომელმაც ის ჯვართან მიიყვანა და იხილე ღვთის ყოვლისშემძლე ძალა, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იესო! ბავშვები სწავლობენ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და თავდადება.Note: To be biblically accurate, the videos in this course depict Jesus' suffering and death on the cross. წინასწარ გადახედეთ ვიდეოს და დარწმუნდით, რომ ეს ვიდეო არ იქნება რომელიმე ბავშვისთვის შეუსაბამო. ჩვენ ვცადეთ, ეს ისტორია გადმოგვეცა მაქსიმალურად ზუსტად და აღგვებეჭდა ყველა გრძნობა. გაითვალისწინეთ, რომ შემოკლებული ბიბლიური ისტორია, ვიდეო 4, არ არის ასეთი მძაფრი. იხილეთ დამატებითი ვიდეოშენიშვნები ქვემოთ.

The Last Supper copy 1

True greatness comes from serving others.

როდესაც კრისი მიიწვიეს მსოფლიოს საუკეთესო ბენდის შეჯიბრებაზე, მას გაუჩნდა სურვილი, რომ ყველა მეფესავით მოჰქცეოდა, მაგრამ მოგვიანებით ის შეხვდა ნამდვილ მეფეს, რომელიც ყველას მსახურია. სუპერწიგნს მიჰყავს ჯოი, გიზმო, კრისი და დედამისი ძველ იერუსალიმში. იქ იესო ჩოჩორზე ამხედრებული შევიდა ქალაქში და ტაძრიდან ხარბი ადამიანები განდევნა. შეესწარით, თუ როგორ ემზადება ის უკანასკნელი სერობისთვის თავის მოწაფეებთან ერთად. ბავშვები სწავლობენ, რომ დიდებულება მოდის სხვების მსახურებისგან!

Miracles of Jesus copy 1

ჭეშმარიტი სასწაულები მხოლოდ ღვთისაგან მოდის.

კრისს სჯერა, რომ ქუჩის იდუმალ ჯადოქარს ზებუნებრივი ძალები აქვს, მაგრამ შემდეგ ის ნამდვილ სასწაულმოქმედს შეხვდება! სუპერწიგნს მიჰყავს ჯოი, გიზმო, კრისი და დედამისი ძველ ისრაელში. ისინი იხილავენ, თუ როგორ განკურნა იესომ პარალიზებული ადამიანი, შეაჩერა შტორმი და გაათავისუფლა ადამიანი ბოროტი სულებისგან. აღმოაჩინეთ, რომ უდიდესი მტერიც კი ვერ გაუტოლდება ღმერთის ძალას! ბავშვები სწავლობენ, რომ ნამდვილი სასწაულები მხოლოდ ღმერთისგანაა.*წინასწარ გადახედეთ ბიბლიური ისტორიის ვიდეოს, რადგან ზოგიერთი გამოსახულება შეიძლება შეუსაბამო იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. შემოკლებული ვერსია შეიცავს ნაკლებ მძაფრ სცენას. ასევე, წინასწარ განიხილეთ ბიბლიური ფონი და საინფორმაციო ვიდეო.

The First Christmas copy 1

The true meaning of Christmas is far greater than parties and presents.

კრისი იმდენად დაკავებულია საჩუქრების მიღებით, რომ დაავიწყდება ბაგის მოწყობა. შემდეგ ის აღმოაჩენს ყველა დროის უდიდეს საშობაო საჩუქარს! სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო ძველ ბეთლემში. შეესწარი იმას, თუ როგორი გამალებით ეძებენ მარიამი და იოსები დასარჩენ ადგილს, რადგანაც ყრმის შობის დრო ახლოვდება! აღმოაჩინე ბოროტი განზრახვა, რომელიც იესოს ოჯახს საფრთხეს უქმნის. იხილე სასწაული, როდესაც ანგელოზები და მწყემსები თაყვანს სცემენ ბაგაში მწოლიარე ახალშობილ მეფეს. ბავშვები სწავლობენ, რომ შობის დღესასწაული საჩუქრებსა და წვეულებებზე უფრო მეტია!

Roar! copy 1

Even a lions’ den is no match for God’s protection.

როდესაც ჩხუბისთავი ხდება პარკში მთავარი, კრისს ჰგონია, რომ ის ვერაფერს შეცვლის, სანამ არ შეხვდება ადამიანს, რომელიც რისკავს თავის სიცოცხლეს სწორი ქმედებისთვის! სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო ბაბილონში, დანიელთან შესახვედრად, სადაც შურიანი მოწინააღმდეგეები ცდილობენ მის მოკვლას. იხილეთ ნამდვილი სიმამაცე მოქმედებაში და აღმოაჩინეთ, თუ როგორ გვაძლევს ღმერთი ძალას სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის. ბავშვები სწავლობენ, რომ ლომების ბუნაგიც კი არაფერია ღვთაებრივ დაცვასთან შედარებით!

A Giant Adventure copy 1

You can conquer every fear by trusting in the Lord.

როდესაც კრისი უკრავდა გიტარაზე სკოლის ჯგუფების გასაუბრებაზე, ის ნერვიულობდა, ვიდრე არ შეხვდა გამბედავ ბიჭს, რომელმაც მიიღო დიდი გამოწვევა! სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო ძველ ბეთლემში. იხილეთ გოლიათი, ჩემპიონი მეომარი, რომელიც დასცინის ღმერთს და რომელიც ახლოსაც ვერ მივიდა პატარა მწყემსი ბიჭის რწმენასთან. ბავშვებმა ისწავლეს, რომ უფლის რწმენით ისინი ნებისმიერ შიშს დაამარცხებენ!*წინასწარ გადახედეთ ბიბლიური ისტორიის ვიდეოს, რადგან ზოგიერთი გამოსახულება შეიძლება შეუსაბამო იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. შემოკლებული ვერსია შეიცავს ნაკლებ მძაფრ სცენას. ასევე, წინასწარ განიხილეთ ბიბლიური ცნობარი და საინფორმაციო ვიდეო.*

The Ten Commandments copy 1

God gives His people rules for their own protection and happiness.

პარკის წესების დაცვით დაღლილ კრისს, ჯოი და გიზმო მიჰყავს სახიფათო გამოქვაბულში, სადაც ისინი დაიკარგებიან! სუპერწიგნს მიჰყავს ისინი სინაის უდაბნოში, რათა შეხვდნენ მოსეს, აარონს და ებრაელებს. იხილეთ, თუ როგორ აძლევს ღმერთი მოსეს 10 მცნებას; რა ფატალური შედეგები მოჰყვება მათ დაუმორჩილებლობას და აღმოაჩინეთ ღმერთის უცვლელი წყალობა და სიყვარული. ბავშვები სწავლობენ, რომ ღმერთი თავის ხალხს უწესებს კანონებს მათივე დაცვისა და ბედნიერებისთვის!

Let My People Go! copy 1

When God is with us, all things are possible.

კრისს, ჯოის და გიზმოს ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რომელია ყველა დროის ყველაზე უფრო ამაღელვებელი თავგადასავალი, სანამ სუპერწიგნი არ წაიყვანს მათ ძველ ეგვიპტეში! ისინი ხვდებიან მოსეს - უფლისწულს, რომელიც გაიქცა, რათა გამხდარიყო მწყემსი. აღმოაჩინეთ, თუ როგორ გამოიწვია მან ფარაონი და გამოიხსნა ებრაელები მონობისგან. იხილეთ სასწაულები, გასაჭირი და მეწამული ზღვის შუაზე გაყოფა! ბავშვები სწავლობენ, რომ როდესაც ღმერთი ჩვენთანაა, ყველაფერი შესაძლებელია!

Jacob and Esau copy 1

Learn how relationships that may seem hopelessly broken can be fixed through forgiveness.

კრისი ამბობს, რომ არასდროს აპატიებს ჯოის, რადგანაც მან შემთხვევით წყლით გაწუწა გიზმო და მან მოკლე ჩართვა განიცადა. სუპერწიგნს მიჰყავს ისინი ტყუპებთან, იაკობთან და ესავთან შესახვედრად, რომლებიც ვერ ურიგდებიან ერთმანეთს. აღმოაჩინეთ, თუ როგორ მოატყუა იაკობმა მამამისი, მიითვისა ესავის კურთხევა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიქცა. იხილეთ ემოციური ფინალი, როდესაც ძმები შეხვდებიან ერთმანეთს. ბავშვები სწავლობენ, რომ უიმედოდ დანგრეული ურთიერთობების აღდგენაც კი შესაძლებელია პატიებით!

The Test! copy 2

The hardest choices can bring the greatest joy.

კრისი აღფრთოვანებულია თავისი ახალი პოპულარული თამაშით იქამდე, სანამ გაიგებს, რომ ერთ ავადმყოფ ბიჭს საავადმყოფოში არ შეუძლია ამ თამაშის შეძენა. სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო აბრაამთან შესახვედრად, რომელიც რწმენის ყველაზე რთული გამოცდის წინაშე დგას. იხილეთ, თუ როგორ უნდა გადაწყვიტოს მოსიყვარულე მამამ, ვინაა ყველაზე მნიშვნელოვანი - ღმერთი, თუ მისი საყვარელი ძე, ისააკი. The children learn that the hardest choices can bring the greatest joy!*Be sure to preview the Bible story video for this course, as some imagery may be too intense for young children. შემოკლებული ვერსია შეიცავს ნაკლებ მძაფრ სცენას. ასევე, წინასწარ განიხილეთ ბიბლიური ფონი და საინფორმაციო ვიდეო.

In the Beginning copy 1

Learn that God is loving and forgiving, and He has a wonderful plan for the future.

როდესაც კრისი არ დაემორჩილა მამას და ჩუმად შეიპარა ლაბორატორიაში, მან გააცნობიერა, რომ ცდუნების აყოლამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები! სუპერწიგნს მიჰყავს კრისი, ჯოი და გიზმო, რათა იხილონ ლუციფერის ურჩობა და მისი გაძევება სამოთხიდან. იხილეთ ღმერთის შემოქმედების მშვენიერება ედემის ბაღში და აღმოაჩინეთ, თუ როგორ ჩაიდინეს ადამმა და ევამ პირველი ცოდვა ურჩობით. ბავშვები სწავლობენ, რომ ღმერთი მოსიყვარულეა, ის პატიობს და აქვს საოცარი გეგმა მომავლისთვის!*წინასწარ გადახედეთ ბიბლიური ისტორიის ვიდეოს, რადგან ზოგიერთი კადრი შეიძლება შეუსაბამო იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. შემოკლებული ვერსია შეიცავს ნაკლებ მძაფრ სცენას. ასევე, წინასწარ განიხილეთ ბიბლიური ცნობარი და საინფორმაციო ვიდეოები.